გერმანიის ვიცე-კანცლერის ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, თურქეთი უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
ვიცე-კანცლერის განმარტებით, თურქეთის გაწევრიანება ვერ მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანკარა ყველა საჭირო პირობას შეასრულებს, რადგან ამ ეტაპზე ევროკავშირს არა აქვს შესაძლებლობა, მცირე სახელმწიფოებიც კი მიიღოს.
„არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში - მე ვსაუბრობ 10-20 წელიწადზე, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ჰქონდეს", - განაცხადა გაბრიელმა.