logo_geo
eng_logo
ზიგმარ გაბრიელი: არა მგონია, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ჰქონდეს
- +

8 აგვისტო. 2016. 10:47



გერმანიის ვიცე-კანცლერის ზიგმარ გაბრიელის განცხადებით,  თურქეთი უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში  ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.


ვიცე-კანცლერის განმარტებით, თურქეთის გაწევრიანება ვერ მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანკარა ყველა საჭირო პირობას შეასრულებს, რადგან ამ ეტაპზე ევროკავშირს არა აქვს შესაძლებლობა, მცირე სახელმწიფოებიც კი მიიღოს.

 

„არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში - მე ვსაუბრობ 10-20 წელიწადზე, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ჰქონდეს", - განაცხადა გაბრიელმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner