კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. #4 საჯარო სკოლის და მიკრო რაიონის დასახლების დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.
ასფალტის დაგებამდე გზაზე მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლოები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია.
გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან. ახალად რეაბილიტირებული გზა კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის, ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მანძილს, როგორც სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივებს აღარ მოუწევთ შემოვლითი გზით სარგებლობა - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.