logo_geo
eng_logo
სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა - ხიდისა და ლიანდაგის დაზიანების გამო, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია
- +

7 მარტი. 2022. 10:44

 

 

„გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი“, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

 

მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

 

„ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

 

როგორც „იმედინიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, დაზიანებულ მონაკვეთს მხოლოდ თბილისი-ბორჯომისა და ბორჯომი-თბილისის რეისის მატარებლები არ გადიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner