logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: კომენტარს არ გავაკეთებ ჩვენთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებაზე, ეს დელიკატური საკითხია - დაე, მტრისთვის სიურპრიზად დარჩეს!
- +

7 მარტი. 2022. 11:59

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების თვალსაზრისით, „მნიშვნელოვანი პროგრესია“.

 

„კომენტარს არ გავაკეთებ ჩვენთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებაზე, ეს დელიკატური საკითხია - დაე, მტრისთვის სიურპრიზად დარჩეს! ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესია. ბოლო 3 დღის განმავლობაში, 50000-ზე მეტი ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი შემოვიდა ან მათ შემოტანაზე, შეთახმება გაფორმდა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიღებაზე, მაგრამ ჩვენი რწმენა, რომ გამარჯვება გარდაუვალია, ეფუძნება არა დაპირებებს, არამედ - უკრაინის საჰაერო ძალებს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner