უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების თვალსაზრისით, „მნიშვნელოვანი პროგრესია“.
„კომენტარს არ გავაკეთებ ჩვენთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებაზე, ეს დელიკატური საკითხია - დაე, მტრისთვის სიურპრიზად დარჩეს! ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესია. ბოლო 3 დღის განმავლობაში, 50000-ზე მეტი ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი შემოვიდა ან მათ შემოტანაზე, შეთახმება გაფორმდა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიღებაზე, მაგრამ ჩვენი რწმენა, რომ გამარჯვება გარდაუვალია, ეფუძნება არა დაპირებებს, არამედ - უკრაინის საჰაერო ძალებს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.