logo_geo
eng_logo
მარტვილში ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

7 მარტი. 2022. 13:33

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის, კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

 

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.

 

პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მთაწმინდა 2007“ ასრულებს.

 

სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner