logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონმა უარყო ბრიტანეთისადმი მოწოდება, გაემარტივებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სავიზო მოთხოვნები
- +

7 მარტი. 2022. 18:21

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უარყო ბრიტანეთისადმი მოწოდება, გაემარტივებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სავიზო მოთხოვნები და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გულუხვი ქვეყანაა, თუმცა საჭიროა ქვეყანაში ჩამოსულების შემოწმება.

 

„ჩვენ ძალიან გულუხვი ქვეყანა ვართ, თუმცა ჩვენ გვჭირდება კონტროლი და შემოწმება. ვფიქრობ, ეს გონივრულია იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება უკრაინაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ძირითადი შესაძლებლობა, შევამოწმოთ ვინ შემოდის. რასაც არ გავაკეთებთ არის ის, რომ არ გვექნება სისტემა, რომლის ფარგლებში, ადამიანებს დიდ ბრიტანეთში ყოველგვარი შემოწმებისა და კონტროლის გარეშე შემოსვლა შეეძლებათ. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კუთხით მეტი უნდა გააკეთოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner