logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: საქართველოს გარდა, მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ზურგში ხანჯლის ჩარტყმით ემუქრება საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ ხალხს
- +

7 მარტი. 2022. 18:24

 

 

„რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის აგებული საქართველოს მიმართ პროვოკაციებზე და რაიმე კონფრონტაციაში ჩათრევის სურვილზე. ეს არის ერთიანი ჯაჭვის ერთიანი სურათის ნაწილები, რომ რუსეთი ცდილობს შეიტანოს დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში და სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ამ თამაშში რუსეთს სიამოვნებით ჰყვებიან ხოლმე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გარდა არცერთ ქვეყანაში არ არის პრეცედენტი, რომ ოპოზიცია, ამ მძიმე დროს ხელისუფლების დასუსტებას ცდილობდეს.

 

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ნაკარნახევი ეროვნული ინტერესებით და ორ ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად: ერთია, უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მეორე - რუსეთს არ მივცეთ საბაბი, ომში ჩაითრიოს საქართველო.

 

არცერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, რომ ამ უმძიმეს დროს ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად დაასუსტოს საკუთარი ხელისუფლება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოში ვხედავთ ტალღას, როდესაც მოსახლეობა ყველა მთავრობით უკმაყოფილოა, იმის გამო, რომ მსოფლიოს ქვეყნები ვერ უწევენ უკრაინას იმ დახმარებას, რომელიც ხალხებს სურთ. ესაა: იარაღის მიწოდება, ცის ჩაკეტვა, სამხედრო დახმარება, თვითმფრინავების მიწოდება და ა.შ. მსგავსი რამ შეიმჩნევა საქართველოშიც. ემოციურად ყველას გვინდა, რომ დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა რეალობა რასაც გეოპოლიტიკური ვითარება იძლევა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ოპოზიცია, ასე ზურგში ხანჯლის ჩარტყმით ემუქრება საკუთარ ხელისუფლება და საკუთარ ხალხს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner