logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ვხედავთ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს დასავლეთის მიმართულებით, აუცილებლად აწყდება ოპოზიციის წინააღმდეგობას
- +

7 მარტი. 2022. 18:24

 

 

„ოპოზიციამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების წუთიან დაიწყო მთავრობის კრიტიკა, ასე მოვდივართ დღემდე,“ - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე მიეჩვია იმას, რომ პარტიას საგარეო პოლიტიკის გატარება პრაქტიკულად მარტოს უწევს, ოპოზიცია კი თუნდაც ყველაზე პროგრესული ნაბიჯების დისკრედიტაციას ცდილობს. დეპუტატი ამბობს, რომ არც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება აღმოჩნდა გამონაკლისი.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ რეზოლუცია, რომელიც ამ განაცხადის მხარდამჭერი იქნება, მივიღოთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. თუმცა, როგორც წეღან ვთქვი, ამაში ახალი არაფერი იქნება. ვხედავთ, რომ ნებისმიერი განცხადება, რეზოლუცია, ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს დასავლეთის მიმართულებით, აუცილებლად აწყდება ოპოზიციის წინააღმდეგობას, იმ საბაბით, რომ მათ თითქოს უკეთესი უნდათ. საბოლოოდ, რომ შევხედოთ შედეგებს დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე ხელს აწერს და მიდის დასავლეთისკენ, ხოლო ოპოზიცია არცერთ ამ ნაბიჯს არ უერთდება სხვადასხვა მიზეზით“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

დღეს ბიუროს სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს 3 მარტს მოაწერა ხელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner