logo_geo
eng_logo
პესკოვი უკრაინაში ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს
- +

7 მარტი. 2022. 18:29

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შეჩერების პირობებს ასახელებს.

 

მისი თქმით, ოპერაცია შეიძლება დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, თუ უკრაინის ხელისუფლება კრემლის პირობებს შეასრულებს. საუბარია სამ პირობაზე: უკრაინამ კონსტიტუციურად უნდა თქვას უარი ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად; უკრაინამ უნდა აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

 

„მათ [უკრაინამ] კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს შესწორება, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე. მათ ასევე უნდა აღიარონ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, – განაცხადა პესკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner