logo_geo
eng_logo
ანდრეი კასიანოვი: ჩვენ, უკრაინელები, ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ
- +

7 მარტი. 2022. 18:34

 

 

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა განცხადება გააკეთა. მან, ჰააგის სასამართლოში დაწყებულ მოსმენებზე ისაუბრა. ელჩის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საერთაშორისო დონის კრიმინალისტები უკვე მუშაობენ და შესაბამის მტკიცებულებებს ეძებენ. ის თვლის, რომ რუსეთს მაგავსი არაჰუმანური ქცევის გამო საერთაშორისო პასუხისმგებლობა დაეკისრება. დიპლომატის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, გაწეული დახმარებისთვის. კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველო, ქვეყანაში დარჩენილ უკრაინელებს, თავშესაფრით უზრუნველყოფს

 

„უკრაინული დიპლომატიის მუშაობის წყალობით ჩვენმა საერთაშორისო მხარდაჭერამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეს არის ჩვენ პარტნიორების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, დიასპორისა და მეგობრების დახმარება. და არაგულგრილი უცხოეთის მოქალაქეების აქტიურობა. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების მიმართ მხარდაჭერის დონით - აქციები უკრაინის მხარდასაჭერად, სახსრების შეგროვება, საქართველოს ტერიტორიაზე თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყვავილები საელჩოსთან, ყველა ხიდი, ქუჩა, გაჩერება უკრაინის დროშის ფერებშია. ჩვენ, უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ“, - განაცხადა კასიანოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner