logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: წითელაშვილის საკითხზე პროკურატურისთვის ინფორმაციის გადაგზავნა გრძელდება
- +

8 აგვისტო. 2016. 11:24



თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უწყების საიდუმლო ობიექტზე ტრისტან წითელაშვილის შესვლის საკითხზე პროკურატურისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება გრძელდება. ასევე იზორიამ აღნიშნა, რომ გამოძიება მოითხოვს გარკვეული ინფორმაციის დაზუსტებას.


ჩვენ გადავუგზავნეთ პროკურატურას მასალები. გრძელდება გარკვეული ინფორმაციის გადაგზავნა. გამოძიებამ რიგი ინფორმაციის დაზუსტება მოითხოვა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის პრეროგატივაა, დაიწყოს გამოძიება, თუ დაამთავროს შესწავლა თუ დანაშაულის ნიშნები ვერ ნახა", - განაცხადა იზორიამ.


იზორიას თქმით, გენშტაბის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო, როდესაც ისაუბრა, რომ პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესის დარღვევას.


ეს თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და მე მოვახდინე ამ ნათქვამის კონსტანტაცია. ის კვლავაც ამ აზრზეა", - აღნიშნა იზორიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner