logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე
- +

7 მარტი. 2022. 18:59

 

 

„ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველო თავისი არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხეების და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება დგას, მაქსიმუმს აკეთებს პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით რომ დაუჭიროს მხარი უკრაინას,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე.

 

„ეს მე მგონი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად თვალნათელია, უბრალოდ, დამაზიანებელია ის გარემოება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ერთგვარი კამპანია გააღვივოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, თითქოს ხელისუფლება ამას არ ახორციელებს. ამასთანავე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან დღითიდღე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ეს იქნება საბრძოლო იარაღი თუ სხვა ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინა გააძლიეროს. თუმცა, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება არ არის კმაყოფილი, რამეთუ დასავლეთის სახელმწიფოები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, სრულ სამხედრო მხარდაჭერას, განსაკუთრებით ცის კონტროლის თვალსაზრისით არ ახორციელებს. საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე, თუმცა ურყევია პოზიცია იმისა, რომ ჩვენ ყველა მხრივ უნდა დავუჭიროთ და ვუჭერთ კიდევაც მხარს უკრაინას და გავაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველა დონეზე მაქსიმალურად ვპოზიციონირებთ, რომ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner