logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს მაშინ, როდესაც ეს ხდება ყველა ფორმტის დროს
- +

7 მარტი. 2022. 18:59

 

 

„ცდილობენ, საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით, ჩვენს საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს მაშინ, როდესაც ეს ხდება ყველა ფორმატის დროს, რაც კი არსებობს. რადიკალური ოპოზიცია კი აღნიშნულ ფორმატებში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ უერთდება,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას.

 

მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებაში ცდილობს გაავრცელოს ინფორმაცია, თითქოს, ხელისუფლება არანაირ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ასევე, იმ აგრესიის შესაჩერებლად, რომელსაც უკრაინის მიწაზე 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.

 

მიქანაძემ დეტალურად ჩამოთვალა ყველა ის საერთაშორისო შეხვედრა და იქ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ასევე, ჩვენი ქვეყნის მიერ ინიციირებული დოკუმენტები.

 

„აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს იმისთვის, რათა უკრაინელი ხალხის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატოს ცალსახა ურყევი პოზიცია იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით და მით უმეტეს, ახლა ვაჟღერებთ. სამწუხარო ის გარემოებაა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, უგულებელყოს ეს პროცესი. ამის თაობაზე არსად არ საუბრობს და ისინი ქვეყნის დამაზიანებლად მოქმედებენ. ცდილობენ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით, ჩვენს საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს არ დგამს უკრაინის მხარდასაჭერად. მაშინ, როცა ეს ხდება ყველა ფორმატის დროს, რაც კი არსებობს და ეს იმ დროს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აღნიშნულ ფორმატებში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ უერთდება“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner