თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მზად არის, სიკვდილით დასჯის შემოღებას დაუჭიროს მხარი, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მასობრივ პროსამთავრობო დემონსტრაციაზე განაცხადა.
„თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა ერდოღანმა.
დასავლეთში უკვე განაცხადეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.