logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: დღეს ის დღეა, როდესაც სიტყვები უძლურია
- +

8 აგვისტო. 2016. 11:34



შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. დღეს ის დღეა, როდესაც სიტყვები უძლურია, გამოხატო ტკივილი, ღირსება, მადლიერება, რომელიც ამ დღეს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭების მაგალითზე გაიზრდებიან ახალგაზრდები საქართველოში", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner