logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერი: რუსული ენერგიის იმპორტი აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისათვის
- +

7 მარტი. 2022. 19:26

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარი განაცხადა რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ მოწოდებებზე.

 

გერმანიის კანცლერის თქმით, ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხოლო რუსეთიდან ენერგეტიკის იმპორტი ამჟამად აუცილებელია მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

 

„ევროპამ მიზანმიმართულად გამოიყვანა სანქციებიდან რუსეთისგან ენერგომომარაგება. ევროპის უზრუნველყოფა ენერგიით სითბოს წარმოებისთვის, მობილურობისთვის, ელექტროენერგიის მიწოდებისა და მრეწველობისთვის ამ დროისთვის სხვაგვარად ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საჯარო სერვისების მიწოდებისა და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისათვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპელ მოკავშირეებთან რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, რათა გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner