logo_geo
eng_logo
„ბლუმბერგი“: უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის ამ კვირაში მინიჭებას ბლოკის რამდენიმე წევრი, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგება
- +

7 მარტი. 2022. 19:42

 

 

უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის ამ კვირაში მინიჭებას ბლოკის რამდენიმე წევრი, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგება.

 

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომლებიც საფრანგეთში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე პირადი დისკუსიებისთვის შეიკრიბნენ.

 

როგორც დიპლომატები განმარტავენ, ქვეყნებს სურთ, მოისმინონ ევროკავშირის მოსაზრება წევრობის პროცესისთვის უკრაინის მზაობის თაობაზე, ვიდრე წევრები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

„მათ სურთ ფოკუსირება უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ომის დასრულებაზე და არა პროცესის დაწყება, რომელიც შესაძლოა, დეკადა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner