logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს
- +

8 აგვისტო. 2016. 11:35



საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. პრეზიდენტის თქმით, მათი გმირობა დღესაც წელში გვმართავს და გვაძლევს მომავლის იმედს.


"ერთი არის რეალობა, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ. ის შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია, შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება,  იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს,  მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს, მერე შექმნას და  აღიაროს კვაზი სახელმწიფოები",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner