logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა
- +

7 მარტი. 2022. 20:27

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა.

 

ბორის ჯონსონის თქმით, ეს მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის მეგობრებმა ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი მხარდაჭერის კოალიცია შექმნან, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი ამ კატასტროფულ შემოჭრში.

 

„უკრაინის ჩვენი ახალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას გრძელვადიანი და ურყევი დახმარების გაწევისთვის ახლა და მომავალში, და ჩვენ მოვუწოდებთ უფრო მეტ ქვეყანას, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner