თამთა მეგრელიშვილი „ფორმულაზე“: გახარებულებმა გამოაგორეს ფეიკი, თითქოს ანონიმუსი საქართველოს მთავრობაზე შეტევისთვის ემზადება, კეზერ, ყველა შენს ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს
-
+
7 მარტი. 2022. 20:35
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ანონიმუსი საქართველოს მთავრობაზე შეტევისთვის ემზადება.
„კეზერა ტვ-ს მორიგი ფეიკნიუსი. გახარებულებმა გამოაგორეს ფეიკი, თითქოს ანონიმუსი საქართველოს მთავრობაზე შეტევისთვის ემზადება. რეალურად, მათ ოფიციალურ გვერდზე არაფერი მსგავსი არ იძებნება. ასეა კეზერ, ყველა შენს ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.