logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები
- +

7 მარტი. 2022. 22:00

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასვლა და დახმარებაზე წვდომა. მე ასევე ხაზი გავუსვი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე. ჩვენ შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე გამართა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

 

„ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner