„პირობას ვდებ, რომ ვიზრუნებ და დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. იზორიამ აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი.
„პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. საქართველო, თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელით.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან. დღეს ისინი ყველა ქართველი ვაჟკაცის დედები არიან, გმირი დედები არიან. მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსენებასთნ ერთად, ვიზრუნებ და დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას. მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს", - აღნიშნა ლევან იზორიამ.