logo_geo
eng_logo
რაიმე პოზიტიურზე საუბარი ჯერ ადრეა - ვლადიმერ მედინსკის კომენტარი მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ
- +

7 მარტი. 2022. 23:41

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ კომენტარი რუსულ მედიასთან გააკეთა.

 

როგორ მედინსკიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, ის მოლაპარაკების მესამე რაუნდის შედეგებით იმედგაცრუებულია.

 

მედინსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ შემდეგი მოლაპარაკება უფრო შედეგიანი იქნება:

 

„ჩვენ ჩამოვედით ბევრი წერილობითი დოკუმენტით, გვქონდა კონკრეტული შეთანხმება, პროექტები, შეთავაზებები და იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტების ნაწილში, რომლებიც თითქოს პრინციპულად გავიარეთ, შეგვეძლო ხელის მოწერა, თუნდაც პროტოკოლით, თუმცა, უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი წაიღო შესასწავლად, ადგილზე ხელმოწერა ვერ შეძლეს და თქვეს, რომ ამ საკითხს მომდევნო შეხვედრაზე დაუბრუნდებიან. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკების მესამე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო არსებითი ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ. მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა მედინსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი 7 მარტს ბელარუსში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ არის მცირე დადებითი წინსვლა ჰუმანიტარული დერეფნების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner