logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: უკრაინას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები სურს
- +

8 მარტი. 2022. 01:04

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები სურს.

 

„ჩვენ დიდი ხანია პირდაპირი საუბარი გვსურს უკრაინის პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის, რადგან ყველას გვესმის, რომ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ახლა. ჩვენს პრეზიდენტს არაფრის ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირი შეხვედრის. თუ პუტინსაც არ შეეშინდება, მოვიდეს შეხვედრაზე, დასხდნენ და ისაუბრონ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner