ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის დამწვრობა მიიღეს.
თვითმხილეველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი სოფელში ბუნებრივი აირის გამტარ მილს დაეჯახა, რამაც ცეცხლის აალება გამოიწვია. მთლიანად დაიწვა მიკროავტობუსი, ხოლო მძღოლმა და ერთმა მგზავრმა სხეულის დამწვრობა მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.