logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა
- +

8 აგვისტო. 2016. 11:41



თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა, რომლისთვისაც გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.


რაც შეეხება რეზერვის კონცეფციის საკითხს, იზორიას თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება 4-წლიანი მუშაობის გეგმაში, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება.


„წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ.

 

ყველა კონკრეტული საკითხი რეზერვთან დაკავშირებით აისახება ჩვენს სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს. მას ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. სტრატეგიაში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იზორიამ.


თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით მის მიერ გამოცემულ აქტს არ გადახედავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner