logo_geo
eng_logo
გაეროში აშშ-ის ელჩი: აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა აქვს
- +

8 მარტი. 2022. 01:50

 

 

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა აქვს.

 

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ მსოფლიო უნდა მოემზადოს წინ ძალიან გრძელი და ძალიან რთული გზისთვის.

 

„თუ ბოლო ორმა კვირამ რაღაც გვაჩვენა, ეს ისაა, რომ უკრაინელი ხალხი არ აპირებს დანებებას. ბევრ რუს ხალხს, მათ შორის ბევრ რუს ჯარისკაცს, არ სურს ეს ომი“, - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა.

 

ლინდა თომას-გრინფილდმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი აშკარად მზად არის, გასწიროს ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე თავისი პირადი ამბიციების მისაღწევად.

 

„კვირების განმავლობაში ვაფრთხილებდით მოსკოვს, რომ ამ ომის წამოწყებისთვის რუსეთი საბოლოოდ უფრო სუსტი გახდება და არა ძლიერი. ეს უკვე მტკიცდება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner