logo_geo
eng_logo
პენტაგონი: მივიჩნევთ, რომ პუტინი უკრაინაში საბრძოლველად უცხოელი მებრძოლების დაქირავებას ცდილობს
- +

8 მარტი. 2022. 02:19

 

 

„პენტაგონი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსული ძალების სახელით საბრძოლველად უცხოელი მებრძოლების დაქირავებას ცდილობს, სიმართლეა“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომელიც ადასტურებს ამ ამბავს, რომ რეალურად ისინი ცდილობენ უცხოელი მებრძოლების დაქირავებას, რაც საყურადღებოა. უკრაინაში 150 000-ზე მეტი ჯარისკაცით, შეჩერებული სამხედრო წინსვლის პირობებში, პუტინმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ამ ომისთვის აუცილებელია უცხოელი მებრძოლების დაქირავება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner