logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთში გზის რეაბილიტაცია ხორციელდება
- +

8 მარტი. 2022. 10:18

 

 

სოფელ ხვარბეთში გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტი მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 3 547 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ბიუჯეტი 1 089 980 ლარს შეადგენს.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

„როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთში გზის რეაბილიტაცია ხორციელდება“,  - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner