ხარკოვთან საბრძოლო მოქმედებების დროს რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველო ავრცელებს.
რუსულ მხარეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსეთის 41-ე არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.