logo_geo
eng_logo
საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში საგანგებო რეჟიმში მუშაობასა და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ
- +

8 მარტი. 2022. 10:27

 

 

„საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობასა და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას,“ - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით, ჩვენ გავაკეთეთ საავტობუსო მიმოსვლა პოლონეთის მიმართულებით. მოქალაქეები მობრძანდებიან ლვოვში და ავტობუსებით საზღვარზე გადაგვყავს, სადაც პოლონეთში, ჩვენი საელჩოს მიერ ორგანიზებულ ავტობუსებში სხდებიან და მიემგზავრებიან ვარშავაში. ოდესაში მუშაობს გენერალური საკონსულო, რომელიც ასევე ეხმარება მოქალაქეებს როგორც საბუთების მოწესრიგებაში, ასევე გადაადგილებაში“, - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner