logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: როცა ჯარს კეზერაშვილი და „დიდი სამხედრო სტრატეგი“ უგულავა ხელმძვანელობდნენ, რა გამარჯვების იმედი უნდა გვქონოდა
- +

8 აგვისტო. 2016. 11:45


 

„ამაზრზენია, როცა 2008 წლის აგვისტოს მთავარ დამნაშავეებს ჯერაც არ უგიათ პასუხი და არ გასამართლებულან. კიდევ უფრო ამაზრზენია,  როცა ის ადამიანები ვინც ჩვენი ბიჭები გაწირა და წინასწარ წაგებულ ომში ჩართო და შემდგომ ბრძოლის ველზე მიატოვა,  დღეს მათ საფლავებზე  პიარის გასაკეთებლად მიდიან", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე 2008 წლის 8 აგვისტოს გახსენებისას აცხადებს.

 

„არასდროს არცერთ მეფეს თუ ხელისუფალს საქართველოს ისტორიაში ჯარი არ დაუძრია  ისეთი მტერის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლისას  გამარჯვების არანაირი შანსი არ იყო.  სააკაშვილმა ქართველი ბიჭები  სიკვდილზე გაუშვა. როცა ჯარს კეზერაშვილი და „დიდი  სამხედრო სტრატეგი" უგულავა ხელმძვანელობდნენ, რა გამარჯვების იმედი უნდა გვქონოდა.  რომ არა საქართველოს პატრიარქი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც შევიდა ომის შემდგომ ცხინვალში დაღუპულების გამოსაყვანად, საინტერესოა ვის საფლავებზე მივიდოდა დღეს ნაცხროვა მორიგი შოუს  გასაკეთებლად. კურღლებივით გაქცეული სამხედრო ხელმძვანელობა და ხელისუფლება რომლებმაც ქართული სოფლები ჩააბარეს მტერს სამაჩაბლოსა და კოდორში, რუსთაველის პროსპექტზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, რუსეთის სახე ვაჩვენეთ მსოფლიოსო.

 

რუსეთმოძულე სააკაშვილმა ჯერ ტერიტორიები, ომის შემდეგომ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს. ბოლოს კი  და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას.

 

სირცხვილია, რომ ქართველი ბიჭების განადგურების და ტერიტორიების დაკარგვისთვის ჯერაც პასუხი არავის უგია", - აცხადებს მჟავანაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner