უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიტანეთის თემთა პალატას ონლაინ მიმართავს.
თემთა პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა აღნიშნა, რომ პარლამენტარებს ზელენსკისთან საუბარი სურდათ და ლაივ ფორმატში გამართული შეხვედრა ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.
„ყველა პარლამენტარს სურდა უშუალოდ პრეზიდენტის მოსმენა, რომელიც პირდაპირ ეთერში გაგვესაუბრება უკრაინიდან, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პალატისთვის“, - აღნიშნა ჰოილმა.
„კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ პერსონალს, ისტორიული მიმართვის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა თემთა პალატის სპიკერმა.