logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

8 აგვისტო. 2016. 11:45



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.


„დღეს 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ეს იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია და ამ მიმართულებით საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა.


„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ჩვენ ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანის გაერთიანება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში აღასადროს აღარ განმეორდეს სისხლისღვრა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას", - აღნიშნა პრემიერმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner