logo_geo
eng_logo
რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ
- +

8 მარტი. 2022. 13:56

 

 

კიევის ოლქის ირპენის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა გუშინ, 17:58 საათზე, რუსებისგან მიიღო შეტყობინება ქალაქის დათმობის წინადადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

 

შეტყობინებაში ოკუპანტები მიანიშნებენ, რომ მათთან თანამშრომლობა მარკუშინს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება და ასევე, ფინანსური მდგომარეობა გაუუმჯობესდება.

 

„ძვირფასო ალექსანდრე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გადაარჩინოთ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობაც. შეთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ პასუხი +. შეთავაზება მოქმედებს 24 საათის განმავლობაში“, - წერენ რუსები.

 

მარკუშინმა მათ - (მინუსი) გაუგზავნა და დაწერა:

 

„მიკვირს, რომ ამ მახინჯმა არსებებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს - ირპენი არ ნებდება, ირპენი არ იყიდება, ირპენი იბრძვის! მე საჯაროდ კონტრ-შეთავაზებას ვაძლევ ოკუპანტებს, დატოვონ ირპენის თემის ტერიტორია 24 საათში და გადაარჩინონ რამდენიმე ათასი რუსი ახალწვეული ჯარისკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომლებსაც სახლში ელოდებათ დედა, და, შეყვარებული, ბებია. დაბრუნდით რუსეთში, ირპენის თემის ქალებს კი თქვენს გარეშეც მივულოცავთ“, - დაწერა ქალაქის მერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner