logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში უცხოური დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს, მათ შორისაა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ოფისი
- +

8 მარტი. 2022. 16:08

 

 

მარიუპოლში, რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა შენობაზე, რომელშიც საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისია განთავსებული, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ხარკოვში მდებარე საკონსულოები, რომლებშიც სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობები იყო განთავსებული.

 

„რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა დიპლომატიური მისიების შენობებზე არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების ვენის კონვენციების უხეში დარღვევა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების განადგურების ფაქტებს საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს დაურთავს თან.

 

განცხადებაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner