უკრაინაში არსებულ ვითარებას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შემაშფოთებელი უწოდა და „მაქსიმალური თავშეკავებისკენ “ მოწოდებით გამოვიდა, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ჩინეთის ლიდერმა ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ვირტუალური შეხვედრისას გააკეთა.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის თავიდან აცილება პრიორიტეტი უნდა იყოს. მისივე თქმით, სამივე ქვეყანამ - ჩინეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი.
BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთსა და რუსეთს ამჟამად მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა თავი შეიკავა, ხმის მიცემისგან, რომელიც კრემლის უკრაინაში შეჭრას გმობდა.