logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი ბორის ჯონსონს „დიდსულოვნებას“ უწუნებს - დიდმა ბრიტანეთმა ლტოლვილებს 50 ვიზა მისცა, პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს
- +

8 მარტი. 2022. 18:17

 

 

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს -  „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა მისცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში მილიონ 200 ათასი უკრაინელი მიიღეს“, - წერს დონალდ ტუსკი და იქვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამს იმეორებს, სადაც ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ისინი დიდსულოვნები არიან.

 

„სოლიდარობა საქმით. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა მისცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. „ჩვენ დიდსულოვნები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან დიდსულოვნები ვართ“, - ამბობს ბორის ჯონსონი“, - წერს დონალდ ტუსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner