უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მიმართა და, სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპანტების მიერ მარიუპოლში შექმნილი ვითარება გააცნო.
„მარიუპოლი, მშვიდობიანი და მშრომელი ადამიანების ქალაქი გარშემორტყმული, ოკუპანტების მიერ ბლოკირებულია. განგებ ცდილობენ ამ ქალაქის გატეხვას, განგებ აწამებენ ადამიანებს - ოკუპანტები სპეციალურად უწყვეტენ ადამიანებს კომუნიკაციებს, ბლოკავენ საკვებისა და წყლის მიწოდებას, თიშავენ ელექტროენერგიას. პირველად ათწლეულების გამავლობაში, მარიუპოლში, შესაძლოა, ნაცისტების შემოჭრის შემდეგ პირველად, ბავშვი დეჰიდრატაციით (გაუწყლოება) გარდაიცვალა. მისმინეთ, ძვირფასო პარტნიორებო, ბავშვი გარდაიცვალა გაუწყლოებით, 2022 წელს! მე-13 დღეა, ვიბრძვით, ვანადგურებთ ოკუპანტებს ყველგან, სადაც ეს შეგვიძლია, მაგრამ ამის გარდა, არსებობს ცა, ათასობით რუსული რაკეტა, რეაქტიული თვითმფრინავი, ათასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ მათ ვანადგურებთ, რუსეთს ბოლო 30 წელიწადში არ დაუკარგავს იმდენი საფრენი აპარატი, რამდენიც - ბოლო 13 დღეში, უკრაინაში, მაგრამ მათ ჯერ კიდევ საკმარისი შეიარაღება, საკმარისი რაოდენობის რაკეტა აქვთ ტერორისთვის, ადამიანების დასახოცად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.