logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: რატომ არ უყვართ საქართველოში „რესპუბლიკური პარტია“?
- +

8 მარტი. 2016. 02:13


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე „რესპუბლიკური პარტიის"   მოღვაწეობის ისტორიას იხსენებს:


რატომ არ უყვართ საქართველოში რესპუბლიკური პარტია?


რესპუბლიკური პარტიის საქმიანობა თავისი ლიბერალური იდეოლოგიის გამო, ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა და მოდის საქართველოს კონსერვატიულ საზოგადოებასთან. რესპუბლიკური პარტია მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება ქართველი ერის კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს.



1. 1996 წლის 26 აგვისტოს დაფუძნდა "თავისუფლების ინსტიტუტი". „თავისუფლების ინსტიტუტი" ღიად დაუპირისპირდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ადანაშაულებდა მას ექსტრემიზმსა და ფანატიზმში. „თავისუფლების ინსტიტუტის" დამაარსებლები გიგა ბოკერიასთან და ლევან რამიშვილთან ერთად იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.



2. 2001 წლის 19-23 მარტს, სოჭში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტების განხილვის ფარგლებში, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოვიდნენ: 
თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ „აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს". პაატა ზაქარეიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი: „აფხაზური საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია. თუკი ჩვენ ახლა ვაღიარებთ აფხაზეთს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. აფხაზეთის აღიარება (ღმერთმა ქნას) მოხდება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პირობებში. მაგრამ ეს ძალიან გრძელი პროცესი იქნება. შესაძლოა, ბოლო აკორდიც კი გახდეს. აფხაზეთის აღიარებით საქართველოს ნამდვილი სახელმწიფოებრიობა დაიწყება. მაგრამ ეს გვიან მოხდება, ამიტომაც თქვენ მოცდა არ უნდა გიღირდეთ." 
იგივე აზრზე იყო დავით ბერძენიშვილი რომელმაც განაცხადა: „მე ვფიქრობ, აფხაზებს აქვთ უფლება, შექმნან ცალკე სახელმწიფო."
იხილეთ ბმული: http://droni.ge/?m=1&AID=7627



3. 2013 წლის 14 მარტს, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "რესპუბლიკელები" სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვაც მოამზადეს. მოთხოვნას ახალქალაქის დეპუტატები საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებას უკავშირებდნენ!



4. 2013 წლის შემოდგომაზე რესპუბლიკური პარტია ღიად ლობირებდა „თვითმართველობის კოდექსს". კოდექსის მიხედვით: სამხარეო დონეზე მუნიციპალიტეტების გაერთიანება უნდა მომხდარიყო და რეგიონული საბჭოები შექმნილიყო. ანუ ერთგვარი პარლამენტები რეგიონებში!!! რომელიც თავისთავად იყო ქვეყნის ფედერალიზმისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა სეპარატიზმის გაღვივებისა და ქვეყნის საბოლოო დაშლისა. პატრიარქის და საზოგადოების კატეგორიული წინააღმდეგობის შედეგად რესპუბლიკური პარტიის სურვილი არ განხორციელდა. აი რა განაცხადა ამ თემაზე 2013 წლის 4 დეკემბერს თამარ კორძაიამ: "როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ხელისუფლებას დაფიქრებისაკენ და იმისაკენ, არ მივიღოთ ეს თვითმმართველობის კოდექსი ნაჩქარვად, ალბათ ჯობდა, რომ თვითონაც გაიაზროს იმ მკაფიო განცხადებების რისკი, რასაც აკეთებს ქადაგების შემდეგ. არ შეიძლება პატრიარქი აკეთებდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რისკებს შეიცავს თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტს წაკითხული არ აქვს თავიდან ბოლომდე. ამიტომ, თუ პატრიარქი მოუწოდებს საზოგადოებას აქტიური დისკუსიისაკენ, მან შეფასება არ უნდა გააკეთოს, რა რისკებს შეიცავს ეს კოდექსი. ვფიქრობ, რომ საპატრიარქო ასეთი ტიპის განცხადებებით ზედმეტად ერევა სახელისუფლებო საქმიანობაში და, ჩემი აზრით, საპატრიარქოს და სახელისუფლებო ფუნქციები და მოვალეობები ნამდვილად ერთმანეთისგან გამიჯნულია და გამიჯნული უნდა იყოს. ხომ არ ჯობდა ერთი საპარლამენტო მანდატი გადაგვეცა პატრიარქისთვის?!"


5. 2014 წლის იანვარში ხელისუფლებამ სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებების ბიუჯეტიდან დაფინანსება გადაწყვიტა (3,5 მილიონი ლარი წელიწადში). მომხსენებელი (სავარაოდოდ ინიციატორი) სამთავრობო სხდომაზე, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი გახლდათ. რამდენიმე თვით ადრე კი, რესპუბლიკური პარტია გრანტიჭამია არასამთავრობოებთან ერთად ღიად საუბრობდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდესო.



6. 2015 წლის თებერვალში მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" წარმოადგინა. კანონპროექტის მიხედვით: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოში მიწის ყიდვა პრაქტიკულად უპრობლემოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლებოდათ. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტი მიწის შეუზღუდავად შეძენის უფლებას აძლევდა კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა უკან ხშირად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ან საერთაშორისო კორპორაციები იდგნენ. კანონპროექტს ღიად ლობირებდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი. 
„ქართული მიწის დაცვის კომიტეტის" , ლევან ვასაძის და პაატა კოღუაშვილის აქტიურობის შედეგად „მიწის ანტისახელმწიფოებრივი კანონი" პარლამენტში აღარ განხილულა.



7. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რესპუბლიკური პარტია, როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის (Liberal International) ნამდვილი წევრი, საქართველოში ერთნაირსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას შეეცდება. 
ჩემს მიერ დაწერილი კანონპროექტი (კონსტიტუციური ცვლილება ქორწინების განმარტებაზე) პარლამენტში „ქართულ ოცნებას" ოქტომბრიდან მოყოლებული პარლამენტში ჰქონდა, თუმცა დროს წელავდა რესპუბლიკელების პოზიციის გამო. რადგან შესაძლოა ამას კოალიციის დაშლა გამოეწვია!



8. რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი, რომლებიც წლების მანძილზე გრანტების გამო სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიდიან. ქართველ ერს ბრალს სდებენ არატოლერანტობაში, ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრაში, ხოლო სახელმწიფოს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვაში.



9. არსებობს უამრავი მასალა, სადაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ღიად უპირიპირდებოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, პატრიარქს და ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს. აღნიშვნის ღირსია ლევან ბერძენიშვილის დამოკიდებულება ქართველი მწერლებისადმი. რამდენიმე წლის წინ მან განაცხადა: „ილია ჭავჭავაძე - ასეთ ქართველ მწერალს მე არ ვიცნობ!". ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა: „მე არც აკაკი წერეთელი მომწონს!"



რეალურად რესპუბლიკურ პარტიას მოსახლეობაში მაქსიმუმ 1%-იანი მხარდაჭერააქვს და ანომალიაა რომ მათ ხელშია საპარლამენტო, აღმასრულებელი, სასამართლოხელისუფლებების საკომანდო სიმაღლეები. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner