logo_geo
eng_logo
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო: უკრაინაში ამ დრომდე 2000-დან 4000-მდე რუსი სამხედროა მოკლული
- +

8 მარტი. 2022. 21:01

 

 

„რუსულმა ჯარმა უკრაინაში მიმდინარე ომში 2000-4000 სამხედრო დაკარგა“, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინას წინ „კიდევ რამდენიმე სახიფათო კვირა“ ელის.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილი სამხედროების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გაავრცელა. უწყების მტკიცებით, იმ დროისთვის უკრაინაში დაიღუპა 498 და დაიჭრა 1597 რუსი სამხედრო.

 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ჯარის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 12 000-ს აღწევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner