ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ საწვავსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა საქართველოს ამ მხრივ გარკვეული უპირატესობები აქვს.
„ჩვენს შემთხვევაში არის გარკვეული უპირატესობები. გაზაფხული მოდის და საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ბუნებრივად გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენი განახლებადი ენერგიის წყაროები მოგვცემს ამის საშუალებას. ასევე გვაქვს შედარებით სტაბილური ხელშეკრულებები ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, იგივე გაზთან მიმართებაში. ესეც გარკვეული უპირატესობაა და ამ რთულ ვითარებაში გარკვეულ შეღავათებს გვაძლევს. ამავე დროს, არის საწვავის და ენერგომატარებლების კატეგორია, რომელიც რთულად ჩანაცვლებადია და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან, მათ შორის ინფლაციურ წნეხს იწვევს“, - განაცხადა დავითაშვილმა.