logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ - არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება
- +

8 მარტი. 2022. 22:00

 

 

ევროკავშირმა მიმდინარე წელს რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა.

 

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბუნებრივი აირისგან თავის დაღწევის მცდელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაქციაა.

 

გეგმა რამდენიმე ნაბიჯს ასახავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების ნებართვების დაჩქარება და მზის პანელების დამატება და ენერგოეფექტური გაუმჯობესებები სახლებსა და შენობებში.

 

„რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ. უბრალოდ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner