logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება წმინდა ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგია
- +

8 მარტი. 2022. 22:04

 

 

„ლარის გაუფასურება წმინდა ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგია“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი სტაბილურია.

 

„ლარის გაუფასურება და ის, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვუყურებთ, არის წმინდა ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგი. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, მათ შორის იანვრის მონაცემები, ეკონომიკის სარეკორდო 18%-მდე ზრდა, რომელიც რეგიონსა და ევროპაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ გზის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ასევე ექსპორტის ძალიან მაღალი ზრდა, 48%-მდე, ასევე 40%-მდე გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი, რაც სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი წყაროა. რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, უკრაინაში რუსული ინტერვენციის გამო, მიუხედავად ამისა დღეისათვის ყველა მაკროფაქტორი არის სტაბილური, სავალუტო შემოდინებების ყველა ფაქტორი გაზრდილია და ერთადერთი აჟიოტაჟის შედეგად არის უარყოფითი მოლოდინი“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner