logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: მოვლენების განვითარების მიხედვით ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, მოახდენს რეაგირებას იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ
- +

8 მარტი. 2022. 22:04

 

 

„მოვლენების განვითარების მიხედვით ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, მოახდენს რეაგირებას იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები დინამიკურია და ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, ადეკვატური პასუხები ჰქონდეს ყველა გამოწვევაზე.

 

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პროცესები სწორად შევაფასოთ და დროული, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ იმ გამოწვევებზე, რომელიც შეიძლება გვქონდეს. პირველივე დღიდან ეკონომიკურმა გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ იმუშავა და ჩვენ გარკვეული სიმულაციები, პროგნოზები გავაკეთეთ. ამიტომ გვაქვს დაშვებები, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რთულ სცენარებს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან, სანქციებიდან გამომდინარე, სწორედ ამ დროს, საჭიროა ქმედითი გადაწყვეტილებები. ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით ერთსულოვანია და ჩვენ მოვლენების განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას იმისათვის, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ და განვითარების შესაძლებლობები გვქონდეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შესაძლო დანაკარგებზე, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს საკომპენსაციო ღონისძიებები. ეს შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რთული გადაწყვეტილების იყოს, მათ შორის სავალუტო რეზერვების ნაწილის გამოყენება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ სხვა სექტორების გააქტიურებას ვხედავთ, როგორიც არის მაგალითად სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკური მომსახურებები, რითაც საქართველოს ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა. დღეს საქართველოს კორიდორი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბევრი პარტნიორისთვის პრიორიტეტულია, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი სხვადასხვა შესაძლებლობით მოვახდენთ კომპენსირებას იმ დანაკარგების, რომელიც შესაძლოა იყოს. პროცესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად იცვლება მოვლენები და ჩვენ მზად და მოტივირებულები უნდა ვიყოთ, რომ ადეკვატური პასუხები გვქონდეს ყველა გამოწვევაზე“, - ამბობს დავითაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner