logo_geo
eng_logo
McDonald's-ი რუსეთში რესტორნებს დროებით ხურავს
- +

8 მარტი. 2022. 22:54

 

 

McDonald’s-ი რუსეთში მოქმედ ყველა რესტორანს დროებით დახურავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. ამასთან კომპანია 62 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს. McDonald's-ის ხელმძღვანელი, კრის კემპჩინსკი აღნიშნავს, რომ რესტორნების დახურვა სწორი ნაბიჯია.

 

რუსეთში ​McDonald's-ის 850 რესტორანია.

 

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვს წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი დააწესა. შეზღუდვები შეეხო საბანკო სფეროს, გარკვეული საქონლის ექსპორტს, ავიაციასა და რუს ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner