„2008 წელს, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და ბევრად უფრო ძლიერი და ხალხმრავალი იყო ის ოპოზიციური მოძრაობა - როგორც კი დაიწყო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ სანამ არ დასრულდებოდა საომარი ქმედებები, ჩვენ ყველანაირი კრიტიკა გავაჩერეთ. დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებთანაა ცეცხლი და ესენი ცდილობენ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში შემოიტანონ“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„სააკაშვილზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ, ეს ჩამოწერილი პერსონაჟია და თავისიანებსაც არ აინტერესებს, ერთი დედამისს ახსოვს. დღეს მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ თამაშები მორჩა. მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, დღეს ესტონეთის პრემიერმა ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ნატოს გენმდივანმა იგივე თქვა, რომ ეს ახლა უნდა გავაჩეროთ, რათა ევროპისკენ არ წამოვიდესო. მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყველა დაზაფრულია იმით, რაც ხდება. ამ დროს ხდება ერის გაერთიანება. მინდა გაგახსენოთ, რომ 2008 წელს, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და ბევრად უფრო ძლიერი და ხალხმრავალი იყო ის ოპოზიციური მოძრაობა - როგორც კი დაიწყო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ სანამ არ დასრულდებოდა საომარი ქმედებები, ჩვენ ყველანაირი კრიტიკა გავაჩერეთ. დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებთანაა ცეცხლი და ესენი ცდილობენ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში შემოიტანონ“, - აცხადებს ხაინდრავა.