„საზღვრის კვეთის საკითხი შსს-ს პრეროგატივას განეკუთვნება, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ყველა პირის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.
„არ არსებობს აკრძალული ორგანიზაციები და ჯგუფები, თუ ეს არ ეხება ორგანიზებულ კრიმინალს, ტერორიზმს და სხვა საერთაშორისო დანაშაულს. შესაბამისად, მსგავსი ფორმულირებები, რომ კონკრეტულ ჯგუფს ან ორგანიზაციას ეკრძალება საქართველოში შემოსვლა, ფაქტობრივად არასწორია“, - განაცხადა საბედაშვილმა.